2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქობულეთში “საქართველოს ბანკის” ინკასატორი გაძარცვეს - წაღებულია 75 ათასი ლარი

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ინკასატორის ძარცვა მაშინ მოხდა, როდესაც აპარატიდან თანხას იღებდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მძარცველი ერთი ადამიანი იყო. ეჭვმიტანილმა ინკასატორს თანხა წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდარის გამო, თვითმხილველები გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები