0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძე - გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 30 წლამდე ახალგაზრდაა,ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაცინტიდან უმეტესობა ხანდაზმულია. თუმცა, გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილებს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა. 

„სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ ირჩევა თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები