0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დღეს, 20 ოქტომბრის დილიდან აღარ ფუნქციონირებს. ადგილზე მყოფი თანამშრომლები ამბობენ რომ ყველა ექიმი, ერთის გარდა იზოლაციაშია

დღეს, 20 ოქტომბერს ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „სამხრეთის კარიბჭეს“ რამდენიმე თანამშრომელი დახვდა. მათი თქმით, ექიმების და მძღოლების ნაწილი კოვიდსასტუმროებში, ნაწილი კი თვითოზოლაციაშია გადასული, ამიტომ მუნიციპალიტეტს დროებით ადიგენის სასწრაფო დახმარების ცენტრი ემსახურება. 

ახალციხის სასწრაფოს დაკეტვის შესახებ, ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, თუმცა დაგვპირდნენ რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე აცხადებს, რეგიონში ბოლო 24 საათში მედპერსონალის დაინფიცირების 22 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. 

მედპერსონალის დაინფიცირების გამო, ახალქალაქს, დროებით ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები