0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

„პირბადის არგაკეთება და ამ წესის შეუსრულებლობა ჩვენთანაც ისჯება, მოგეხსენებათ ჯარიმაა დაწესებული დახურულ სივრცეში პირბადის არგაკეთებისთვის. თუმცა, ახლა ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, არ უნდა გვჭირდებოდეს შოლტის ეფექტით მუშაობა. სხვათაშორის, სიტუაცია მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, გაგებით ეკიდებიან ჩვენი მოქალაქეები და რეკომენდაციებს ამ ნაწილში სულ უფრო და უფრო ასრულებენ, მათ შორის გარე სივრცეშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გარე სივრცეშიც ვატაროთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ დავინახავთ, რომ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც არ იქნება პრობლემა“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები