0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კოვიდინფიცრებულთა შორის ერთი თვის ჩვილიცაა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიც არის, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გვყავს 68 კოვიდინფიცირებული, 6 არის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან 3 გახლავთ მართვით სუნთქვაზე, კლინიკაში არიან მძიმე პაციენტები, 15-ზე მეტი, ჟანგბადამოკიდებულებით და პნევმონიით. პაციენტების უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე და მძიმეა, გვყავს ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები