0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმძიმესი ავარია - სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 3 წლის ბავშვი. მცირეწლოვანის ოჯახის წევრები და ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას უკვე რამდენიმე საათია ელოდებიან. მათი თქმით, ბავშვს მრავალი მოტეხილობა აქვს, ხოლო ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მათ განუცხადეს, რომ შესაბამის ოპერაციას აქ ვერ გაუკეთებენ და დაშავებული თბილისში გადაყვანას საჭიროებს.

ბავშვის ტრანსპორტირება ამ დრომდე არ მომხდარა. დაშავებული მცირეწლოვნის ახლობლები ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზს ეუბნებიან, მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად თავისუფალი რეანომობილის არ არსებობა დასახელდა. როგორც პაციენტის ახლობლები განმარტავენ, სამედიცინო დაწესებულებაში ასევე უთხრეს, რომ ვერ მოიძებნა ექიმი, რომელიც ტრანსპორტს თბილისში გაჰყვება.

ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. უკვე ხუთი საათია რეანომობილსველოდებით. დავრეკეთ სამინისტროშიც. ყველგან გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ… რომ ვკითხულობთ, რატომ არ გადაჰყავთ, ამბობენ, რომ მანქანა არ ჰყავთ.

„ბავშვთა ექიმმა, არ იცის წავა თუ არა. ანუ ამაზეა დამოკიდებული ეს ბავშვი გადარჩება თუ არა. უკვე ხუთი საათია რეანომობილსველოდებით. დავრეკეთ სამინისტროშიც. ყველგან გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ… შვის მდგომარეობა კირიტიკულად მძიმეა. დალეწილი აქვს ყველა ძვალი. ეჭვი მიჩნდება, რომ არსად აქვთ დარეკილი,“ - განაცხადა ოჯახის ნათესავმა აკაკი წოწონავამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები