0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაში კორონავირუსს 42 წლის უსიმპტომო პაციენტი ემსხვერპლა

აჭარაში კორონავირუსს კოვიდ-სასტუმროში მოთავსებული 42 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც ამ დრომდე კორონავირუსისგან გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 42 წლის ქალთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, რის გამოც ის კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.

„დღეს დაფიქსირდა 42 წლის ქალის გარდაცვალება. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა. მსუბუქი პაციენტი, რომელსაც გამოხატული კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. გვიან საღამოს მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები და ჩემი კოლეგებიც, თუმცა კლინიცისტებისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, ეს იყო თრომბოემბოლიური გართულებებით გამოწვეული შემთხვევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები