0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროკურორი - ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო

ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. ის დაცვის მხარის განცხადებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში, ან საერთოდ ჩააგდეს თუ არა.

"რაც შეეხება ადვოკატების კომენტარს, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა გაჯერებული იყო მტკიცებულებებითო, რა თქმა უნდა, ისინი იტყოდნენ, რომ არ იყო მტკიცებულებები, რომ ბრალდების მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ვერ ასახელებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სწორი არა არის და მათ სხვა გზა არ აქვთ, რომ არ ილაპარაკონ ასეთი აბსურდი.

სასამართლოს მოვახსენეთ ჩვენი სიტყვა და ბრალდების ირგვლივ ყველა იმ მტკიცებულებაზე ვისაუბრეთ, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. თუ როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი ეს ვიდეოჩანაწერშიც ჩანს, მოწმეებიც არიან ადგილზე და მადლობა ღმერთს, რომ ადგილზე იყვნენ და დაინახეს, როგორ მისდევდნენ და გაიგეს ხმები, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაყვნენ ხიდის ქვეშ, დიახ, ახვლედიანს და ამირხანაშვილს ვგულისხმობ.

ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე და მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ. შ.პ.ს. "ელდერადოს" ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა, როგორც დარბოდა", - აცხადებს ყაზარაშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...