0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საამქრო შენდება

12 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. აგროსექტორის წახალისების მიზნით ბანკმა 73,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩოხატაურის რაიონში, მაღალმთიან სოფელ ზოტში რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას მოხმარდება. საამქრო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საამქრო ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენს რძეს, რაც მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოებული  პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას.  

საწყის ეტაპზე საწარმოში ყოველთვიურად დაახლოებით 15 ტონა რძის გადამუშავება, ასევე  ყველისა და სულგუნის წარმოება იგეგმება. რეალიზაცია პირველ ეტაპზე განხორციელდება ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის გამრავალფეროვნების მიზნით  მაწვნისა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავს. 

პროქტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია. საამქროს მშენებლობის პროცესში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული. ოპერირების დაწყების შემდეგ საამქრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. 

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი აგრომიმართულების ბიზნესის მხარდამჭერი ვართ. ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად ბანკის ჩართულობით ჩოხატაურის რაიონში, კერძოდ სოფელ ზოტში ახალი რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა ხორციელდება. მისი გახსნა ოქტომბრიდან იგეგმება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართული წარმოების განვითარებაში. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს  ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები