0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“დედამისი არც სიცოცხლეში აკითხავდა, მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ…”

28 სექტემბერს, ღამის 11 საათისთვის რუსთავში შემზარავი ავარია მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა, არასრულწლოვან გოგონას და მის ძაღლს დაეჯახა.

მოზარდი და მისი ოთხფეხა მეგობარი ადგილზე დაიღუპნენ. გარდაცვლილი გოგონა 16 წლის ელენე ბაშარულია, მძღოლი კი, რომელიც ძაღლთან ერთად მოსეირნე გოგონას დაეჯახა გრიგოლ ჯუდაშვილი.

ის ავტომანქანების ბაზრობაზე მუშაობდა და იმ საბედისწერო ღამეს სხვისი ავტომობილით გასეირნება გადაწყვიტა. ერთ-ერთ ქუჩაზე კი გოგონას დაეჯახა.

ელენე ბაშარული თვეების იყო, როდესაც დედამ მიატოვა და მას მამიდა ზრდიდა. რომელიც 6 წლის წინ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ელენეს დედობა მამიდაშვილმა, მარიამ ბაშარულმა, იტვირთა. ელენე მას დედას ეძახდა.

გოგონას მამა ახალგორის ტერიტორიაზე ცხოვრობს და შარშან 3 სექტემბერს გზის დაკეტვის შემდეგ, იმ ტერიტორიიდან აღარც გადმოსულა. როგორც ელენე ბაშარულის მამის დისშვილი ამბობს, ელენეს მამამ გარდაცვალების ღამეს 200-ჯერ დაურეკა, რადგან შფოთავდა და მთელი ღამე ვერ დაიძინა.

გოგონას ხანმოკლე და რთულ ცხოვრებაზე, მისი მამიდაშვილი მარიამ ბაშარული ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა.

– ელენე განიცდიდა, მშობლების გარეშე რომ იზრდებოდა?

– დედას არც ახსენებდა. ყველას ეუბნებოდა რომ დედა მე ვიყავი. მამასთან კი ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა გარემოების გამო, ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ.

დედამისი კი არც სიცოცხლეში აკითხავდა. ახლა მიცვალებულთან ნახევარი საათით მოვიდა მხოლოდ…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები