0 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გოგაშვილს დაიჭერენ, ის დიდი ხანია გაგდებულია “ოცნებიდან” – მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის უფროსის ყოფილ მოადგილის, სოსო გოგაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მმართველი პარტიიდან დიდი ხნის გაგდებული იყო.

როგორც შვილმკვდარმა მამამ “2020NEWS”-თან  განაცხადა, დადგება დრო, როდესაც მისი შვილის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, ყველაფერი გაირკვევა და დამნაშავეები საკადრის სასჯელს მიიღებენ.

„სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნებიდან“ დიდი ხნის გაგდებულია. ყველამ კარგად ვიცით, რატომ მოხდა მისი სუსიდან გათავისუფლება. ეს დაკავშირებულია თემირლანის საქმესთან, თუმცა ამას ღიად არ საუბრობენ, არც იტყვიან… ის დღეც დადგება, როდესაც სოსო გოგაშვილი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. მე დარწმუნებული ვარ, როგორი სასჯელიც მას ეკადრება, იმ სასჯელს მიიღებს.

 მხოლოდ გოგაშვილი არ არის თემირლანის საქმესთნ დაკავშირებული, დადგება დრო და გაირკვევა. ვინც მაჩალიკაშვილის ოჯახში ტერაქტი მოაწყო, ის ადამიანები სულ მალე გამჟღვნდებიან. ჯერ არჩევნებმა ჩაიაროს, დარჩება „ქართული ოცნება“, ღმერთმა არ ქნას, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ადამიანებმა მათთვის საკადრისი სასჯელი მიიღონ. შეიცვლება ხელისუფლება? ამ შემთხვევაში ყველა საკადრის პასუხს მიიღებს და ყველა წავა ციხეში“

შეგახსენებთ, პანკისის სპეცოპერაციის საქმეში, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა,  მაჩალიკაშვილების ოჯახი დღემდე სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი  პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა  2017 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს,  2018 წლის 10 იანვარს ის  საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები