0 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსის გამო, „თბილისი ცენტრალში“ განთავსებული ე.წ. ოქროს ბირჟა დღეიდან ორი კვირით დაიხურა

 

„თბილისი ცენტრალში“ განთავსებულ ე.წ. ოქროს ბირჟა ორი კვირით აჩერებს მუშაობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ეთერ ყიფიანმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ე.წ. ოქროს ბირჟის კორონავირუსით ინფიცირებული 5 თანამშრომელია.

„რაც ჩვენ ვიცით 5 თანამშრომელია ინფიცირებული. „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით გაჩერდება, დღიდან უკვე დაკეტილია. დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან გადასულები, ვისაც რამე სიმპტომი ექნება, კორონავირუსზე ტესტირებას მიმართავს“,-განაცხადა ეთერ ყიფიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები