0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთავრობის გაუაზრებელი რეგულაციები - 12 დღიანი თვით იზოლაცია ტესტის გარეშე. “ქართული ოცნება” ქვეყანას კიდევ ერთხელ “აჩერებს” - ვატო სურგულაძე.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის დროს ახალი რეგულაციების დაწესებაზე ისაუბრეს. 

“ლელოს” ჯანდაცვის გუნდის წარმომადგენლის, ვატო სურგულაძის თქმით, ახალი რეგულაციები ადამიანებს აიძულებს, 12 დღე დარჩეს თვითიზოლაციაში.

“კოვიდ -19 ეპიდემიის მართვისას მთავრობას ყოველდღიურად ახალი წესები შემოაქვს. ხშირ შემთხვევაში მათი რეგულაციები არის გაუაზრებელი, მოუმზადებელი ან დაგვიანებული. განსაკუთრებით, ინტერესს იწვევს ახალი რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების „12 დღიან თვითიზოლაციას ტესტის ჩატარების გარეშე“. კოვიდ-19-თან ბრძოლის ეს რეგულაცია, პრაქტიკულად, ნიშნავს ფარულ მოწოდებას„დარჩი სახლში“.

ეს ნიშნავს, რომ თუ კომპანიის, სკოლის ან სხვა დაწესებულების ერთ თანამშრომელს ან მოსწავლეს აღმოაჩნდება კოვიდ-19 ინფექცია, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი, მოწაფე, მასწავლებლები, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან, უპირობოდ ექვემდებარება თვითიზოლაციას 12 დღის განმავლობაში. 

ინდივიდუალურად, ტესტის გაკეთება კი 100-120 ლარი ღირს რაც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს. თუ ამ პერიოდში არ გამოუვლინდათ დაავადების ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, რაც არის წარმოუდგენელი პირობა,”- აცხადებს სურგულაძე. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი არსებულ სტატისტიკასაც იშველიებს, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბერს 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სურგულაძის თქმით, თუ თითოეულს ჰქონდა საშუალოდ 5 კონტაქტი, მაშინ მინიმუმ 2890 ადამიანი უნდა დაექვემდებაროს თვითიზოლაციის პროცესს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კაბალურ პირობას. 

“ეს გამოიწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას ყველა დარგში, რაც მოსახლეობის შემოსავლის შემცირებასა  და გაღარიბების პროცესის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ეს არის ფარული განხორციელება პოლიტიკისა „დარჩი სახლში“”, - აცხადებს სურგულაძე. 

“ლელოს” მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირება. ტესტირება უნდა  იყოს დროული და მოქალაქეს პასუხი მიეწოდოს მინიმალურ დროში. ხალხი აღარ უნდა ჩაიკეტოს სახლში. მით უმეტეს, როდესაც 24 დღეში არის საპარლამენტო არჩევნები და ჯანმრთელი ხალხის სახლში ჩაკეტვა დაუშვებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...