0 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ვიდრე ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან?”

ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

“მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო? მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, რომ ადამიანებმა თვითონ მოახერხონ, დაიცვან უმარტივესი წესები – ნიღაბი და დისტანცია, იძულებული ვხდებით, წერტილოვანი შეზღუდვები შემოვიღოთ. მაგრამ ქვეყნის ჩაკეტვა და იმ შეზღუდვების შემოღება ძალიან ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა ჩაკეტილი იყოს. მთავარი არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ ელემენტარული წესები, დავიცვათ ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომ მათამდე არ მივუშვათ კორონავირუსი,” – განაცხადა იმნაძემ “360 გრადუსთან” საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები