0 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო“ და იაპონური მოდელი საქართველოსათვის

“ლელო” აქვეყნებს “ქართული ოცნების” დეპუტატების სიას რომლებიც "მევახშეობით" ფულის “ხელზე გასესხებით” არიან დაკავებულები 

“ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“  დეპუტატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. 

საბა ბუაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ფინანსდება მევახშეობით და გამოსახლებული ადამიანების გაყიდული ბინების ფულით.

„ ქართული ოცნების“ საპარლამენტო რიგები სავსეა იმ ადამიანებით, რომლებიც მევახშეობით და ფულის „ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს. ქართული ოცნება არის ხელისუფლება დღეს მფარველობს მევახშეებს.

მევახშეობით და კერძო გამსესხებლობით დაკავებულია ქართული ოცნების 5 დეპუტატი:

1. ისკო დასენი - დაკავებულია კერძო მევახშეობით და ფლობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „მისო ლიდერ კრედიტი“, რომელმაც 2018 წელს მოგების სახით მიიღო 10 მილიონ ლარზე მეტი. ისკო დასენის მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქართულ ოცნებას 120,000 ლარი და სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.

2. ბექა ოდიაშია - 2016 წელს გასესხებული ჰქონდა 170,000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო 22,723 დოლარის შემოსავალი. 2019 წელს „ინვესტიციის“ სახით გაცემული ჰქონდა 350,000 დოლარი, საიდანაც შემოსავლის სახით მიიღო 105,000 ლარი.

3. ილია წულაია - 13 კომპანიაზე გასესხებული აქვს 9.6 მილიონი დოლარი. ილია წულაიამ 2014 წელს, ისანში სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიიდან 250 დევნილი ოჯახი გამოასახლა და დასაკუთრებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენა. ილია წულაიას ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 170,000 ლარი.

4. დავით სონღულაშვილი  - გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.

ამ ფონზე, არ არის გასაკვირი, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთა კერძო მევახშეობის შესაჩერებლად. პირიქით, მამუკა ბახტაძის მავნებლური ინიციატივის შედეგად დაინერგა ახალი მიდგომა, რომლის შედეგადაც მევახშეები პირდაპირ იფორმებენ ბინას, გამოსყიდვის უფლებით. 2019 წელს, საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე ჯამში გაცემული იქნა 654,788 სესხი, რომელთა ჯამურმა მოცულობამაც შეადგინა  383 მილიონი ლარი. ეს არის კერძო მევახშეობის მხოლოდ აისბერგის წვერი,“-აცხადებს საბა ბუაძე. 

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისიც აღნიშნა, რომ  „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით აიკრძალოს და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს მევახშეობა, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხნის წინ მოხდა. ზუსტად ამიტომ, აუცილებელი 31 ოქტომბერს ხელისუფლებიდან გავისტუმროთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მფარველობს მევახშეებს და მთაწმინდაზე, კრწანისში და მთელ საქარველოში ასობით ოჯახის გამოსახლებას და გაუბედურებას უწყობს ხელს,“-განაცხადა ბუაძემ ბრიფინგისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები