0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

86 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლეს. ის ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.

ე.წ. საზღვარი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის ოჯახში სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები