1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

ნინო სუხიშვილი: ,,55 წლის ვარ, ყოველთვის 20 წლის გოგო ვერ ვიქნები, რამდენი ნაოჭიც გაქვს, იმდენი პრობლემა გაწერია სახეზე”

"არ მიყვარს სამოსში დიდი ფულის გადახდა”, – ამბობს ნინო სუხიშვილი და თავის მოვლასა და სტილზე საუბრობს:

-მაქვს რამდენიმე გამოსასვლელი ბრენდული კაბა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ბრენდი ნამდვილად არ მაცვია. სასცენოდ მაქვს ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი, თუკი მკითხავენ, ვისი კაბა მაცვია, მიყვარს, როცა ქართველს ვასახელებ.  გარდერობში არის ასევე  „დრის ვან ნოტენის“, „ლანვინის“ კაბები. არ მაქვს „შანელი“, რადგან ძალიან ძვირია… „შანელი“ ბებიაჩემს უყვარდა. ასევე „ჰერმესი“ და „დიორი“.დღემდე მაცვია ბებიაჩემის საკონცერტო კაბები, მხოლოდ სცენაზე, რა თქმა უნდა.

ის, რაც ბებიისგან არ მაქვს, თავის მოვლის სიყვარულია. დაახლოებით საათნახევარს ატარებდა სარკის წინ, მე კი სახლიდან გასვლის წინ 10 წუთი მჭირდება მხოლოდ.

ესეც ბებიაჩემისგან მაქვს – ნატურალიზმია ჩემთვის მთავარი. რამდენი ნაოჭიც გაქვს, იმდენი პრობლემა გაწერია სახეზე. მივიჩნევ, რომ ნაოჭები ბუნებრივია. როდესღაც ჩამოგეკიდება კანი და ყოველთვის 20 წლის ვერ იქნები. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ხელოვნურად რაღაცის გამოსწორებას, დამატებას, გაკეთებას არ მივესალმები. ნაოჭებში პრობლემას ვერ ვხედავ. ბებიაჩემი ისეთი დაჭმუჭნილი სახით დადიოდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო.

ასაკის მატებასთან ერთად შინაგანმა ხიბლმა უნდა წამოიწიოს წინ. ქალს უნდა ჰქონდეს შარმი და ხიბლი, რაც ტუჩის ზომითა და თვალის ჭრილით არ განისაზღვრება.

– ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

– პანდემიამდე მხოლოდ ერთი ჭიქა ყავის დალევას ვასწრებდი და გვიან ღამე ვვახშმობდი. პანდემიის დროს კი ჯანსაღ კვებას მივეჩვიე და გავხდი. თავი დიდად არ შემიზღუდავს, მხოლოდ შაქარსა და პურს ვერიდებოდი. აღმოჩნდა, რომ თურმე კარგი კულინარი ვარ. ჩემი ქმრისთვის როგორი აღმოჩენა იყო, იცით, რომ მე რაღაცის მომზადება შემიძლია? 15 წელია, ერთად ვართ და არასდროს უნახავს, რომ რამე მომემზადებინოს. გაკვირვებული იყო, გემრიელი კერძების მომზადება გცოდნიაო.

წლების მატების არ მეშინია. 55 წლის ვარ, ილიკოზე 8 წლის უფროსი ვარ. პირველად რომ მომმართეს, ქალბატონო ნინოო, მეხამუშა. არ მეშინია არც დაბერების, არც ასაკის. ერთადერთი, რისიც მეშინია, ავადმყოფობაა.  მომემატოს ასაკი, მაგრამ მინდა, ჯანმრთელი ვიყო.

ნარგისი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები