2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სროლა მარჯანიშვილზე: “ავერსის” აფთიაქს 21:00 საათზე ცეცხლი იარაღიდან გაუხსენეს

  გუშინ, კომენდანტის საათის დროს, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

  „დაშავებული არავინ არ არის ყველაფერი სწრაფად მოხდა, სროლის ხმა იყო, ორი გასროლა გავიგონე. მალევე ადგილზე პოლიციელები გამოჩნდნენ". - ამბობს თვითმხილველი. ამ წუთებშიც, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. „პრაიმტაიმი" მომხდარზე დეტალების გასარკვევად ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს" დაუკავშირდა. როგორც განმარტეს, წუხელ, დაახლოებით 21:00 საათზე, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. ტყვია აფთიაქის კარს მოხვდა. იმ დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. „გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე ვიღაცამ იარაღი ისროლა. ტყვია ჩვენი აფთიაქის კარს მოხვდა. იმის გამო, რომ კომენდანტის საათი იყო, აფთიაქში არავინ იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება, დეტალები ჩვენთვისაც უცნობია" - ამბობენ კომპანიაში. შსს-ში აცხადებენ,კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. წყარო: “პრაიმტაიმი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები