2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მეგონა კომპანიამ აჩუქა ბინა ცირას ოჯახს და…” – რა მოხდა სინამდვილეში გადაცემის მსვლელობისას?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ, დარეკა ქალმა ჩვენს გადაცემაში, პროდიუსერის ნომერზე. ზურამ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ქალბატონს მიაძახა რომ პირდაპირ ეთერზე იყო და ჯერ ვერ გაესაუბრებოდა.

ქალმა მეორედ გადმორეკა და ზურას უთხრა, რომ დედით ობოლი 5 შვილის მამისთვის ბინა უნდოდა ეჩუქებინა. არ თქვათ ჩემი ვინაობაო და ისევ ამ პირდაპირი ეთერის საგიჟეთის გამო გვეგონა კომპანია არ უნდა დაგვესახელებინა.

ეთერის დასრულების შემდეგ გადავურეკე უცნობ ქალბატონს მადლობის სათქმელად და გაირკვა რომ არავითარი კომპანია, მისი, პირადი ბინა გააჩუქა.

ამავე ეთერში ცოტა ხნის წინ ანონიმურად დარჩენილმა კომპანიამ მარიამს ერთ დღეში გადაუფორმა ბინა.

აღარაფერს ვამბობ შეგროვებულ თანხებზე. და ყოველ ასეთ ჯერზე ვრწმუნდები რომ სანამ ერთმანეთი გვყავს, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები