2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მორიგი თაღლითური სქემა - ტურისტებს ბარში შამპანურსა და ორი ლუდში, 3103 ლარი გადაახდევინეს

ტურისტებს ბარში შამპანურისა და ორი ლუდისთვის 3103 ლარი გადაახდევინეს – ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ალექსანდრე გიორგაძე წერს.

ალექსანდრე გიორგაძე წერს, რომ თავდაპირველად ბარში ტურისტებთან გოგოები მივიდნენ და დალევა შესთავაზეს, შემდეგ კი შამპანიურისათვის 3100 ლარიანი ჩეკი მიუტანეს.

„კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო.

სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში ქრებიან. და მერე კი ხედავთ ჩეკს.

ჩემთან არ დაარეკინეს. აიუძლეს გადახდა! მე მერე გავიგე, ეგრევე პოლიციაში წასვლა შევთავაზე, მაგრამ აზრი არ აქვსო. უკვე მიდიან დღეს.

მისამართი პეკინის 3.

ამ ადამიანთან მქონდა საერთო გეგმები, ტურიზმში. სექტემბერში კიდევ აპირებდა ჩამოსვლას. ვერ დავითვლი რამდენი მეგობარი და ნაცნობი გამოუშვა საქართველოში.

განიხილავდა ტექნოლოგიური ხაზით ინვესტირებას მომავალ წელს. და აგერ…

კაცი ტიროდა. იმაზე კი არ ბრაზობდა მარტო რაც შეემთხვა, მთხოვდა ყველა გააფრთხილე აქ არ მივიდნენო. მაფიაააო…

აი ასე ვკარგავთ ათასობით ტურისტს საქართველოში, ვიღაც ახვრების გამო!!!

ამას თუ არ დაესვა წერტილი და ძალიან მალე. ათასობით ადამიანი დარჩება უმუშევარი.

სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. დიდ ამბავს ავწევთ! ამიტომ დროზე სახელმწიფომ ალაგმოს ეს თაღლითები!!!“ – წერს ალექსანდრე გიორგაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები