0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გორის რაიონში მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა

მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა.


 ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს 14 წლის გოგონას მეგობარმა აცნობა. რადიო "მოზაიკას“ ინფორმაციით, მეგობარი მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და დახმარება ითხოვა. 


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 141-ე მუხლით აღიძრა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 


აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია დედაც, რომელის განცხადებით, მის მეუღლეს ფსიქიკური პრობლემების აქვს. ამის შესამოწმებლად პოლიციამ მამაკაცს ექპერტიზა დაუნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში საქმის მოკვლევა გრძელდება, მამაკაცი ამ დრომდე დაკავებული არ არის. პოლიციასთან ერთად, საქმეში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვაა 2020news.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები