1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თაღლითობა და ყალბი დოკუმენტის დამზადება - სუს-მა შპს „მოხელეს“ დირექტორი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულმა გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები შეიტანა. 

თემურ ფ-მ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 14 302,96 ლარი მიისაკუთრა.

წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამავე საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი შვიდი თანამშრომელი, რომლებმაც სამუშაოების შემოწმებისას არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები