1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

აჭარაში ბაკალავრის ხარისხის ყალბი დიპლომი გაიცემოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი ამხილა. 

ფინანსთა სამინისტროს განცხადება:

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი.

ხოლო მეორე შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში არსებული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები