1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა


ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 „მტკიცებულებებთან დაკავშირებით და საერთოდ, საქმის მასალებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაზე. ამ ეტაპზე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ შეფასებისგან. მხოლოდ შეგვიძლია განვაცხადოთ ის პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ოთარ აბესაძეს, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას,“ - განაცხადა ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა. 

  შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლებმა 11 ივლისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები