1 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ფოთში მართლსაწინააღმდეგო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.შ., 1995 წელს დაბადებული გ.ნ., 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 2000 წელს დაბადებული თ.ც., ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: თვითნაკეთი ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით, „GOLD STAR-2002“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით, თვითნაკეთი ერთლულიანი, გლუვი ლულის მქონე ცეცხლსასროლი იარაღი 1 საბრძოლო ვაზნით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი მჭიდითა და 2 საბრძოლო ვაზნით, „COMBAT-PP“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი მჭიდითა და 1 საბრძოლო ვაზნით.

პოლიციამ, ე.ნ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, 5 ნიღაბი, 5 წყვილი ხელთათმანი და წებოვანი ლენტი - ე.წ. „სკოჩი“ ამოიღო.

ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები