2 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"შეხვედრა გაიმართოს პანკისის ხეობაში," - შოთაძის მზადყოფნას მაჩალიკაშვილების ოჯახთან შეხვედრაზე, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა

  ირაკლი შოთაძის ინიციატივას,  რომლის მიხედვითაც, მან პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და კლინიკაში გარდაცვლილი პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, გამოეხმაურა ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

„ჩვენ გვსურს დავაზუსტოდ შეხვედრის დეტალები, კერძოდ, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. მე გავაჟღერებ პანკისის ხეობის მკვიდრების, უხუცესთა საბჭოს და აგრეთვე, გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების პოზიციას და თხოვნას უპირველესად, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს პანკისის ხეობაში, სადაც მოხდება სათანადო დახვედრა. იქ გაჟღერდება ერთობლივი თხოვნა, ერთობლივად იქნება შეჯერებული მათი წუხილი და იქ უფრო ადვილი იქნება და კარგად გასაგები, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი კონკრეტულად მასთან შეხვედრას,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი მზად არის შეხვდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი შოთაძემ გააკეთა.

შოთაძის თქმით, მთავარ პროკურატურას აქვს კომუნიკაცია, სპეცოპერაციის დროს დაჭრილ და კლინიკაში გარდაცვლილ პანკისელი ახალგაზრდის ოჯახთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები