0 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გუკა რჩეულიშვილი: ”ცენტრ პოინტი" გაიყიდა

  "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, "ცენტრ პოინტი" გაიყიდა. 

  "მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალურობას დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის გაყიდვის მთავარი პირობა იყო დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება ვნახავთ. ასეთი დიდი გარიგება მემგონი საქართველოში, ამ სფეროში არ მომხდარა. სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით...მყიდველი გადაიბარებს ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების ვალდებულებას და ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ დაზარალებულების ინტერესების დაცვა მყიდველთან", - აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა." - განუცხადა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები