2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით" - იენს სტოლტენბერგი

დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. 

როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტენბერგს ჟურნალისტებმა ბრიუსელში მიმართეს, რასთან დაკავშირებითაც „ტვიტერში“ ჟურნალისტი ამანდა სლოუთი წერს. 

„კარგი ფორთოხლის წვენი, პური და ხილის სალათი იყო და ამ ყველაფრის საფასური აშშ-მ გადაიხადა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს სამიტის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნები გააკრიტიკა და მათ თავდაცვით ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა. ამასთან, გასული დღეების განმავლობაში ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ "კრეტინებივით ყველაფერს აშშ იხდის და  მომავალში მისი ქვეყანა ყველაფერზე აღარ იზრუნებს". 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები