1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა

19 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტრაგედიიდან, დღიდან, როდესაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები მოხდა.

 

2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის შენობა თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო. ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტებმა პენტაგონის შენობას ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი, რეისი 77 შეაჯახეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი და შენობის იმ ნაწილში მყოფი თანამშრომლები - სულ 184 ადამიანი.

19-მა ტერორისტმა მთლიანობაში 3 ტერაქტი განახორციელა. ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს დილით 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ იორკში, მანჰეტენში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის “ტყუპების“ სახელით ცნობილ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე კი პენტაგონს.

მეოთხე თვითმფრინავი კი, რომლის სამიზნეც ვაშინგტონი, სავარაუდოდ კი კონგრესის ან თეთრი სახლის შენობა იყო, პენსილვანიის შტატში მდებარე მინდორში, ქალაქ შნეკსვილის მახლობლად ჩამოვარდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მგზავრები შეეცადნენ ტერორისტებისთვის ხელი შეეშალათ და თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ არ გაეშვათ.

ტერაქტების შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი. ათასობით დაშავდა, და უამრავი დაიღუპა აფეთქებების შემდეგ მიღებული ინტოქსიკაციით და განვითარებული სხვადასხვა დაავადებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები