1 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კამალა ჰარისი - როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ

როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კამპანიის შტაბის თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორად არჩევამდე, კალიფორნიის არჩეული გენერალური პროკურორი ვიყავი. მანამდე სასამართლოში პროკურორი ვიყავი. ამ თანამდებობებზე ყოფნისას საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია. მტაცებლებთან, რომლებიც ქალებზე ძალადობდნენ, თაღლითებთან, რომლებიც მომხმარებლებს ართმევდნენ და პირადი სარგებლის მიღების მიზნით წესებს არღვევდნენ. ასე რომ, მომისმინეთ, როცა ვამბობ, რომ მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

კამალა ჰარისმა ჯო ბაიდენს გაბედული ხელმძღვანელობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის გუნდი ნოემბერში გამარჯვებისთვის მზად არის.

„ჩემი მიზანია ეს ნომინაცია მოვიპოვო და გავიმარჯვო. როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ!“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები