1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მოპოვება რთულდება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მოპოვება რთულდება. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით ცვლილებები შეეხება როგორც კერძო პირებს, ასევე ინვესტორებსაც.

„ცვლილება, რომელიც  გვინდა განვახორციელოთ არის ის, რომ 35 ათასი დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთ წლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს და ე.წ. კარუსელი დაატრიალონ. რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის მიღებას, დღეს მოქმედი წესით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს  300 ათასი ლარის ინვესტიციას მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება. აქაც გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი ინიციატივა არის ის, რომ 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს 5 წლიანი ბინადრობის უფლებით,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები