0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო ბუფერები კვლავ იზრდება

2022 წელი, წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით ძლიერი იყო. იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონებითა და აუქციონების გარეშე, თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც, საბანკო სისტემაში პრაქტიკულად ამდენივე უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა, რაც ისტორიულად ლარის კურსისათვის ნეგატიური იყო. თუმცა, ამჯერად, შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა კურსის დინამიკაზე ვერ იმოქმედა.

 

აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ მანამ, სანამ საერთაშორისო მასშტაბით, აშშ დოლარის შემდგომ დასუსტებას არ ვიხილავთ, სადღეისოდ ლარი თავის მაქსიმუმზეა. ამ მხრივ, არგუმენტები ინფლაციის დინამიკა და ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარის საშუალო კურსია. კერძოდ, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, დეკემბერში ყოველთვიური 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რაც სეზონური შესწორების გათვალისწინებით, ფასების საერთო დონის 0.7%-იანი კლების ტოლფასია. მართალია, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და 9.8%-ს შეადგენს, თუმცა ყოველთვიურ მაჩვენებლებში ნორმალიზება აშკარაა. ლარის საშუალო კურსის კუთხით კი, ფაქტობრივი მაჩვენებელი, გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები