2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისა და FMO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და FMO-ს (Dutch Entrepreneurial Development Bank) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერა ამსტერდამში, FMO-ს ღონისძიებაზე „waves of change” შედგა. ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი მეგრელიშვილი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქეთი ბიწკინაშვილი.

FMO ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკია, რომელიც, სხვადასხვა პროექტებითა და ინიციატივებით  ხელს უწყობს კერძო სექტორის მდგრად განვითარებას ახალ და განვითარებად ბაზრებზე. ბანკი ძირითადად ფოკუსირებულია სამ სექტორზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ქვეყნის განვითარებაზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი.

FMO-ს ღონისძიება „waves of change”  უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს  საშუალებას აძლევს, ერთმანეთს თავიანთი იდეები და გამოცდილება გაუზიარონ. ამავე ღონისძიებაზე გაფორმდა თიბისისა და FMO-ს პარტნიორობის მემორანდუმი.

„მოხარული ვარ, რომ გრძელდება თიბისისა და FMO-ს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. ჩვენს პარტნიორობას 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამ დროის განმავლობაში FMO-მ 450 მლნ აშშ დოლარზე მეტი რესურსი  გამოყო თიბისისთვის, მათ შორის, სუბორდინირებული და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სესხების სახით. დღეს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ორ მნიშვნელოვან ტრანზაქციას მოიაზრებს, სუბორდინირებული სესხის მობილიზებას ბანკის კაპიტალის გასაძლიერებლად და ასევე საგარანტიო პროგრამას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოღვაწე მცირე ბიზნესებსა და ქალ მეწარმეებზე.  მინდა, მადლობა გადავუხადო FMO-ს წარმატებული პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს,  მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ერთად“. - აღნიშნა თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მეგრელიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები