2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ციფრულ ბანკში გულების მარათონი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

თიბისის ციფრულ ბანკში ერთგული ქულების მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თამაშის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ლარია. თანხა საჩუქრების რამდენიმე კატეგორიაზე ნაწილდება - მოთამაშეებს აქვთ შანსი მოიგონ 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა და მთავარი პრიზი - 20 000 ლარი.

თამაშში ჩასართავად და პრიზების მოსაგებად საჭიროა თიბისის ბარათებით თიბისის ტერმინალებზე ან ონლაინ მაღაზიაში გადახდის შესრულება და ტრანზაქციების განხორციელება თიბისის ციფრულ ბანკში.

გადახდების და ტრანზაქციების რაოდენობიდან გამომდინარე მოთამაშე ხვდება შვიდიდან ერთ-ერთ კალათაში. ყველა კალათას შესაბამისი პრიზი აქვს,  რაც ციფრულ ბანკში, თამაშის სივრცეში ნაძვის ხის სახით ჩანს.

მომხმარებლები თიბისის ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავენ გულის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შევლენ, გაეცნობიან თამაშის წესებს/პირობებს და ჩაერთვებიან გულების მარათონში.

თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.

ინფორმაციას თამაშის შესახებ გაეცანით ბმულზე:  https://link.tbc.ge/ertgulicampaign

თიბისი გისურვებთ მოგებას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ერთგულებისთვის 💛

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები