შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის" მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.
„წიგნების თაროს სკოლა" დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით", რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.
წიგნების თაროს ონლაინსკოლის მთავარ მიზანს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებში განათლების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს. სწავლება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით ხორციელდება, რაც მსურველებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან აძლევს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი ზღვარი კი საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო უშუალოს და მეგობრულს ხდის.
ამასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გასულ წელს ოთხ სკოლაში, თბილისში, ფოთში, დიცსა და ხურვალეთში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები მოაწყო. „წიგნების თაროს სკოლასთან" პარტნიორობით კი სწორედ ამ ოთხი სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ ისეთ საინტერესო კურსებში, როგორიცაა: მსოფლიო ლიტერატურა, მითოლოგია და ცივილიზაცია, დედამიწა და კოსმოსი, ადამიანი და ჯანმრთელობა.
„საქართველოს ბანკსა და „წიგნების თაროს სკოლას " შორის პარტნიორობა უკვე მეორე წელია წარმატებით გრძელდება. სკოლის დევიზია „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის", რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის ინოვაციურ ხასიათს, ვინაიდან მასწავლებლის როლს „წიგნების თაროში" გამორჩეული სტუდენტები და მოსწავლეები ირგებენ. პანდემიის დროს პროექტს დამატებითი ფუნქცია და მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან „წიგნების თაროს სკოლის" სახალისო, ონლაინ გაკვეთილებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბავშვებს მათზე მორგებული, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელშეწყობა. შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებით (sCool Card, სტუდენტური ბარათი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებით", - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკიCSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, „წიგნების თაროს სკოლა" 2020 წელს დაარსდა და ის მსურველებს ისეთ საინტერესო კურსებს სთავაზობს, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები, შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა, მითოლოგია და ცივილიზაციები, დედამიწა და კოსმოსი, რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება, ადამიანი და ჯანმრთელობა. სკოლის მიერ მიწვეულ მასწავლებლებს შორის კი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან, როგორიცაა: ლევან გიგინეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია ცირამუა, ზალიკო სულაკაური, გიორგი კეკელიძე, ბაია დვალიშვილი და სხვ.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები