შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
ვარლამ გოლეთიანმა „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები დაასახელა.
მისი თქმით, არსებობს მოთხოვნა, რომ პერსონალურად ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმეები აღიძრას. ასევე დაისაჯოს ყველა პირი, ვისაც „ნამახვანჰესის" საკითხებზე დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი.
„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა ქუთაისში შეხვედრაზე და გაიპარა ამ შეხვედრიდან.
თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. უნდა აღიძრას სისხლის სამართლებრივი საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ხელს აწერს ამ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ჩვენ ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით და 121 ლარად არის გადაცემული ტერიტორია. ვინც კი დამნაშავეა და აქვს ხელი მოწერილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც ახალ პარტიული საქმიანობის ჩამოყალიბებით არის დაკავებული", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ვარლამ გოლეთიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურულია.
„თქვენ იცით, რომ „ნამახვანჰესთან დაკავშირებით ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან, ამიტომ დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო.
კომპანია „ენკამ" უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ინვესტორთან და რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად, გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით.
ასევე მოვითხოვთ ამ სექტორში პაუზის აღებას და მორატორიუმის გამოცხადებას, რათა საზოგადოების ის აზრი, რომელიც გაქვთ თქვენ, იქნეს გათვალისწინებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი. გვჭირდება ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც ქვეყანას არ აქვს", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, პროცესი გარკვეულწილად ემოციებით იმართება.
„ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი და შეიძლება აქ პროცესების უცებ გადაწყვეტა ვერ მოხდეს, მაგრამ ჩვენ განწყობილი ვართ ბრძოლის იმ ჟინით, რომელიც ნაწილობრივ მართულია ემოციებით", - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ასევე, მისი განმარტებით, დღეიდან იწყება ქართველი ხალხის გაერთიანების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას კრებითი აზრი და არა - რომელიმე პერსონა.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები