ბიზნესი
საუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა
2021-05-13 11:07:59
13 მაისი, 2021- „საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 132,000 ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც აჭარაში, სოფელ ვარჯანისში, ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოხმარდა. „შატო ივერი" 1 ჰა ფართობზე ვენახებს, სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1,500 ,000 ლარს შეადგენს.
„ჩვენს ოჯახს ღვინის წარმოების საუკონოვანი გამოცდილება აქვს. სწორედ ჩვენს ტერიტორიაზ ეიპოვეს ძველი ქვევრები, რაც ვაზის კულტურის უხსოვარი დროიდან არსებობაზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ღვინის სახლის იდეა, რათა შეგვენარჩუნებინა ტრადიცია. ამ წამოწყების განხორციელბაში კი ბანკმა გაგვიწია მხარდაჭერა",- აცხადებს ივერი ბერიძე, „შატოივერის" მფლობელი.
„შატო ივერი" მაღალიხარისხის, ორგანულ ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით აწარმოებს. კომპანიამ ომხმარებელს 3 დასახელების ღვინოს - ცოლიკოურს, ჩხავერსა და საწურს სთავაზობს.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დასრულდა ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობა, წარმოება კი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად საქმიანობაში რამდენიმე ადამიანია ჩართული, თუმცა მალე დასაქმებულთა რიცხვს გავაორმაგებთ", - დასძენს ივერი ბერიძე.
„შატო ივერი" წელიწადში 5,000 ბოთლი ღვინის და 1,000 ბოთლი ჭაჭის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, მის ხარისხზე კი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე მინიჭებული არაერთი მაღალი შეფასება მეტყველებს. ამასთან, 2020 წელს კომპანია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia-ს გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო სოფლად ტურიზმი".
აღსანიშნავია, რომ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია სამომავლოდ ენერგო ეფექტურობის პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. პროექტი 15 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას ითვალისწინებს, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი „შატო ივერი"-ს საშუალო წლიური მოხმარების 60% დაფარავს.
კომენტარები