შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
თიბისის სათაო ოფისის - „თბილისის ბიზნეს ცენტრი“-ს მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგო-ეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურ გარემოს.
„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ.
„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს ქმნის, როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, სწორედ ამ მისიის განხორციელებას ემსახურება „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, თანამშრომლებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვისაც შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური სივრცე, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმით,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.
შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა ჰოლანდიურმა არქიტექტორულმა სტუდიომ „UNStudio“ - მ.
მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შედეგად თბილისს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად რეალიზებადი და გამორჩეული კონსტრუქციის შენობა შეემატა. ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტები, სპეციფიკური გეომეტრიული ფორმის არქიტექტურული ელემენტები, ჯამურად 70 000 მ2 სამშენებლო მოცულობა „დომუს ქონსთრაქშენმა“ შეასრულა, რომელიც დეველოპერული კომპანია „დომუსის“ შვილობილია. მშენებლობის მეორე ფაზაზე დაგეგმილია ფასადის სამუშაოები, რომელსაც შეასრულებს „დომუს ალუმინიუმი“ კომპანია „არქთრეიდ“-თან კოლაბორაციით.
პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2,100 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები