მსოფლიო
2021-03-05 12:27:16
საცხოვრებელ კომპლექს “კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიბისი.
ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალფუნქციური უბანია, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.
გამოწვევებით სავსე პერიოდში თიბისისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის შეუფერხებლად განვითარება. სამშენებლო და დეველოპერული მიმართულება კვლავ ერთი-ერთ პრიორიტეტად რჩება, სადაც თიბისის ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ ცენტრს, სექტორულ კვლევებს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს. თიბისისთვის ღირებულია ისეთი პროექტის მხარდაჭერა, რომელიც ქალაქის სწორ დაგეგმარებასა და იერსახეზე ზრუნავს, მოსახლეობას კი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სთავაზობს.
კომენტარები