0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარადაჭერას

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

„აჭარაბეთი“ ნინო ოძელაშვილის მხარდამჭერია, რომელიც არის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ქალი სამბოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანია როგორიც „ აჭარაბეთია“ გვერდით უდგას სპორტს და დიდი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს  გავაფორმეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი უკვე განხორციელდა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის.“- განაცხადა ნინო ოძელაშვილმა

 

 „აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ხელს უწყობს როგორც ცალკეულ სპორცმენებს ასევე ამ დარგის განვითარებას. ცოტა ხნის წინ, „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა “ინიციატივა” წარადგინა, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიცაზიას და მივცეთ შესაძლებლობა რომ გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი“- განაცხადა აჭარაბეთის სახოგადოებასთან ურთიერობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები