0 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი

Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. 

გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა ხვალამდე, 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com იქნება შესაძლებელი. 

თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden,  და ა.შ.  ხოლო ნიკა ქურდიანი - წლის საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. 

ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის ჩვენი გუნდის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაწეული შრომის და მიღწევების აღიარება,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.  კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ, როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე, მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე არსებობის ისტორია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები