მსოფლიო
შობის ყვავილი და ჩიჩილაკი-ორი ყველაზე გავრცელებული საახალწლო სიმბოლო საქართველოში.
2020-12-27 19:52:52
საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ სიმბოლო აქვს. ასევე, არსებობს სხვა ქვეყბნებიდან გავრცელებული სიმბოლოები, რომლებიც ბოლო წლებია საკმაოდ პოპულარული უკვე ქართულ რეალობაშიც. დღეს მოგიყვებით ორი საახალწლო სიმბოლოს შესახებ, რომელთა გარეშეც შობა-ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია.
ჩიჩილაკი (იგივე „ქართული ნაძვის ხე“)
ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს. ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა.ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა
შობის ყვავილი (იგივე „საშობაო ვარსკვლავი“)
შობის ყვავილად წოდებული ულამაზესი მცენარე პუანტესა საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს:
მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. იმ ღამეს მცენარეს ფერი უცვლია და გაწითლებულია. პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. იმდენად მოიხიბლნენ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს.
„შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებულად უხდება ახალი წლის დღეებს. მისი მოვლა არც ისე რთულია და ამბობენ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეუძლია.
ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო. ორივე მათგანი ნაყოფიერების, ბარაქისა და ბედნიერების სიმბოლოა. ახალი წლის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. ასე რომ, უკვე დროა, მომზადება დაიწყოთ. შობის ყვავილს, ჩიჩილაკსა და საახალწლო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი კი ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშია“ . საუკეთესო ფასად ნებისმიერი პროდუქტის შერჩევა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც, „გორგია შოპიდანაც „ შეგიძლიათ. www.gorgia.ge ზე ონლაინ განვადებაცაა შესაძლებელი.
კომენტარები