2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოქტეილი - ახალი პროდუქტი მაგთისგან

მაგთი, ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ, დაანონსებულ ახალ პროდუქტს წარადგენს. 

მაგთი მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს. 

კოქტეილი - ასე ჰქვია პროდუქტს, რომლის სახელიც შინაარსზე თავად მიანიშნებს.

მაგთის მობილური აპლიკაცია MyMagti ყველას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საკუთარი სერვისის შექმნის პროცესში. კონკრეტული გამოცდილების და ჩვევების გათვალისწინებით მომხმარებელმა  უკეთ  იცის, რამდენ მეგაბაიტს, წუთს თუ SMS-ს მოიხმარს დღეში, კვირასა თუ თვეში, ისე, რომ არც ზედმეტი  დარჩეს და არც დააკლდეს. 

შენ უკეთ იცი, რა გსურს - ამ პრინციპით ყველას შეუძლია შექმნას ინდივიდუალური  პროდუქტი თავისთვის და თავისიანებისთვის, უფრო მეტიც, დაარქვას სასურველი სახელი და  მაგთის აპლიკაციაში დაიმახსოვროს. 

„მომხმარებლებს სულ უფრო  მეტად უჩნდებათ ინდივიდუალური მიდგომის სურვილი. ასაკი, გემოვნება, ინტერესები და  ჩვევები იმდენად განასხვავებს მათ დამოკიდებულებებსა და საჭიროებებს, რომ ხანდახან, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანის პირობებშიც კი, შეუძლებელია სერვისი ინდივიდუალურ  მოთხოვნებს სრულად მიესადაგებოდეს. სწორედ ამიტომ იდეალურია შეთავაზება, რომელიც საკუთარი პროდუქტის თავად შექმნის  შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ მაგთიკომში. 

მაგთიმ  მომსახურების მოდელი  უფრო მოქნილი,  ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული გახადა.  

 

მაგთისთან ერთად პროდუქტს ქმნი შენ! 

https://www.magticom.ge/ka/mobile/tariffs/cocktail

კომენტარები

მსგავსი სიახლეები