მსოფლიო
კომპანია BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას
2020-11-09 13:28:30
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით.
მაგთიკომის განცხადება:
კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ისწევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის პასუხის შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანიის BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
BDO-ს და Kalba International, Inc.-ის პასუხი კომისიას:
გავაანალიზეთ რა “GNCC-ის პასუხი”, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მარეგულირებელი კომისიის “პასუხი” ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მობილური ქსელის ოპერატორებზე (MNO) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების ვალდებულების დაკისრება საქართველოსთვის გაუმართლებელია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ “GNCC-ის პასუხი” ვერ ცხადყოფს, რომ მსგავსი რეგულაცია ემყარება „საუკეთესო პრაქტიკა“-ს მრავალი მიზეზის გამო:
ქვემოთ მოცემულია ჩვენი კომენტარები იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ “GNCC-ის პასუხში”, მათ შორის, იმ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვითაც იგი მიიჩნევს აღნიშნული რეგულაციის შემოღებას როგორც „საუკეთესო პრაქტიკა“-ს:
· “GNCC-ის პასუხში“ განხილულია MVNO-ს ზოგადი უპირატესობა და მათი პოტენციური სარგებელი ბაზრისთვის და არ არის გამიჯნული ჩამოთვლილ მაგალითებში რომელია რეგულირებული და არარეგულირებული MVNO, მაშინ, როცა ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა არის MVNO-ს მიერ გაფორმებული არარეგულირებული კომერციული ხელშეკრულებები. MVNO-ს რეგულაცია იმ ფორმით, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს, გაცილებით იშვიათია და არ შეიძლება ჩაითვალოს „საუკეთესო პრაქტიკად“.
· „GNCC-ის პასუხში“ არეულია ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონის ანტიმონოპოლიური/კონკურენციის დებულებების შესაბამისად, ოპერატორებზე დაკისრებული მარეგულირებელი ვალდებულებები - კერძოდ ვალდებულებები, რომელიც ეკისრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორებს - იმ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) ვალდებულებებთან, რომელიც მათ ეკისრებათ სულ სხვა საფუძველით, როგორიცაა სიხშირული სპექტრის ლიცენზია ან შერწყმის ნებართვები.
· „GNCC-ის პასუხი“ ზოგადად არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში, რომელიც გარკვეულ ნაწილში პირდაპირ ეფუძნება არასწორ ინფორმაციას.
გარდაამისა, „GNCC-ის პასუხში“ არასწორი ინტერპრეტაციით არის მითითებული დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტება, ასევე არასწორად/შეცდომით არის მიკუთვნებული ზოგიერთი დოკუმენტი. “GNCC-ის პასუხში“ მოცემული ინფორმაციის დამახინჯებულად აღწერის და არასწორი ინტერპრეტაციის მთავარი მაგალითები იხილეთ დანართში #1-ში„ფაქტების შემოწმება“.
დანართი #1: ფაქტების შემოწმება GNCC-ის „საუკეთესო პრაქტიკის“ მითითებებზე
BDO&Kalba International, Inc.-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/BDO_Kalba_International-ka.pdf
BDO&Kalba International, Inc-ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/BDO_Kalba_International-en.pdf
სტატია ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/ka/bdoandkalba
Facebook - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3782588118418564/?type=3&theater
კომენტარები