შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
ტრადიციული სპორტის მოყვარულები ნარდს ყველაზე დაცულ სივრცეში სრულიად უფასოდ თამაშობენ. 17 სექტემბრიდან „ევროპაბეთზე“ სამაგიდო თამაშებით ნარდი, ბურა და დომინო გართობა მსურველებს 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.
„უალტერნატივო, უფასოდ თამაშის შეთავაზების გარდა, გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი ნარდის სპორტული ფედერაციის დახმარებით ჩვენი პროდუქტი უკონკურენტოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
პანდემიის პერიოდში სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და „ევროპაბეთის“ პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს“, - აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.
რევაზ ცხოვრებაშვილი, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენი თანამშრომლობა ევროპაბეთთან 6 თვის წინ, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ, მათ შორის ერთობლივად გავმართეთ რეგიონალური ჩემპიონატი ნარდში. მასში მონაწილეობა მოყვარულებთან ერთად ცნობილმა მოთამაშეებმაც მიიღეს, მათგან მიღებული უკუკავშირით გადავწყვიტეთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე გვეფიქრა და ჩვენი ხედვა შევთავაზეთ კომპანიას. საბოლოოდ, გვიხარია, რომ მაღალი სტანდარტის პორტალი მივიღეთ. რომელზეც სპორტული ჩემპიონატების ჩატარებაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი“.
ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.
უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად „ევროპაბეთი“ უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ნარდი, ბურა და დომინო ერთმანეთს სრულიად უფასოდ, მხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.
კომპანიაში აცხადებენ რომ პროგრამული განახლება სამაგიდო თამაშების გაუმჯობესების მიზნით კვლავ გრძლედება. დაგეგმილი სიახლეები კი კიდევ უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის თამაშის პროცესს.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები