1 8 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა

პრემიერ-ინისტრმა 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რეგიონული განვითარების მართვას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული მართვის კომპონენტი. დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა გამოწვევას, ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ. მინდა გაცნობოთ, რომ აუცილებელია, ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან. დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლებიან, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები,“-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები