1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ ფეხებზე დაგვიკიდა,“ - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა.

ზაზა სარალიძემ „ქართულ ოცნებას“ მის გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გამოვიდეს ჩვენთან ერთად, დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს უსამართლობას იქიდან გამომდინარე, რომ ყველა კარი ღია არის, ვისაც კი სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა სწყურია. მოვიდეს ნებისმიერი, არავის ხელს არ ვკრავთ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვნახოთ, თუ გული უძგერთ გულში და შეტკივათ ჩვენი შვილების ჭირი, ვთხოვ, რომ მობრძანდნენ, დაგვიდგნენ გვერდში,“ - განაცხადა სარალიძემ.

აქციაზე სარალიძემ შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა, რადგანაც მის თქმით, ხორავას საქმის გამოძიება თავიდანვე გახარიას უწყებამ დაიწყო.

„ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო გახარიას უწყებამ და რამდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას ანუ რის თქმა მინდა, გახარიას უწყებამ დაიწყო პირველი გაყალბება ამ საქმის და ბოლოს, როდესაც უკვე ქუჩაში მომიწია თქვენი დახმარებით უკვე გამოსვლა, ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას. არ ვენდობი გახარიას უწყებას, მაგრამ გადავდგი ნაბიჯი, მივეცი 10 რიცხვამდე დრო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ ისევ და ისევ, გააგრძელეს ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება... ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ ფეხებზე დაგვიკიდა,“ - განაცხადა სარალიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები