1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს, იქნებ გაიგონო და მითხრა, მოგატყუესო“

შატილის გზაზე გარდაცვლილ ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ამ ტკივილის გაძლება ძალიან რთულია და არ იცის რით ანუგეშოს ხატიას მშობლები. ზაალიშვილის დეიდა აღნიშნავს, რომ ხატიას სიცოცხლე უზომოდ უყვარდა.

„რა მწარეა დეის გულო ამ ტკივილის გაძლება, უშენობა დეი. მიხაროდა რომ მირეკავდი და მეძახოდი – დეი მომენატრეო. წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე. სული მეწვის დეის გულო. ცხოვრება თითქოს დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები, შენი საამაყო ძმა, ან შენი ნამცეცა…შენ ხომ უზომოდ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ჩემი დემტეტეს გამო ყველაფერს გავაკეთებო. მტკივა იმის გაფიქრება, რომ ჩამოვალ და აღარ დამხვდები. მინდა გულში ჩაგიკრა, როგორც ყოველთვის და გითხრა, რომ ჩემი გული და სული ხარ. ვაიმე, მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს. იქნებ გაიგონო დეი, იქნებ დამიძახო და მითხრა, რომ მოგატყუესო დეი“, – წერს ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები