0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძე ძველებური რიტორიკით აგრძელებს, მაგათთვის მოვიცლიო - ველოდებით!

აქ მყოფი არც ერთი ოპოზიციონერის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, არც კახა კალაძის გულწრფელობაში, რომ ეს ტრაგედია განიცადა, რადგან თვითონაც 4 ანგელოზივით შვილის მამაა, დიახ, მისთვის ეს პირადი ტრაგედია იქნება მთელი ცხოვრება, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ქალაქის მერია და ამ ტრაგედიის უკან პასუხისმგებლობა დგას, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დედაქალაქის მერს,კახა კალაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს და ის უნდა გადაგდეს.

„მე თავიდანვე გეტყვით, რომ ამ დებატებში, ამ პოლემიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან ჩვენ კითხვები კალაძესსთან გვაქვს. ვაკის შადრევანზე რომ ვისაუბროთ, შადრევანს რომ გახსნი დიდი ზარ-ზეიმით, დაპატიჟებ ბავშვებს, მშობლებს და რამდენიმე საათში ანგელოზივით ბავშვი დაიღუპება, აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადადგე, აღარ სჭირდება ამას აღარც გამოძიება, აღარც ექსპერტიზა. თუ მაინც და მაინც სამართლებრივი საკითხები გაინტერესებთ, ამაზეც ვისაუბროთ. პროექტი რომ უვარგისია, პასუხისმგებელი ვარ, დაველოდოთ დასკვნას და მე ბოდიშს მოვიხდი, თუ იტყვის - არა, კარგი პროექტი ან კარგად შესრულებული იყო, ან დაცვის მექანიზმები მუშაობდა, რომ იქ სწორად იყო გაკეთებული ტექნიკური ზედამხედველობა და რომ სწორი იყო მიღება-ჩაბარების შემდეგ, როცა სამუშაოები დამთავრებული იყო, კიდევ დამატებით წარმოებული სამუშაოები. ფაქტია, რომ ვერც რიგითი სამსახურის უფროსი და ვერც მოადგილე დავალებებს ვერ გასცემდა, მე ამის არ მჯერა...ამ ქალაქში თანხების განკარგვაზე, კორუფციაზე პასუხისმგებელია კახა კალაძ აქ ვხედავ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც და სამართლებრივსაც. ის ფაქტი, რომ  კახა კალაძე დაემალა და გაექცა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოსვლას, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რიგგარეშე სხდომაზე აუცილებლად მოვა, იმიტომ კი არა, რომ დიდი სურვილი აქვს, მოუწევს მოსვლა, რადგან სხვა გზა არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა 13 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, რაიმე შეიცვლებოდა ამ ქალაქში, ვიღაც დაფიქრდებოდა, ვიღაც პასუხისმგებლობას აიღებდა, ვიღაც დაისჯებოდა, კახა კალაძეძველებური რიტორიკით აგრძელებს - მოვიცლი მაგათთვისო. აი, ველოდებით და ჩვენც მოცლილები ვართ ამ საკითხში, რომ ბოლომდე გაგაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი და გამოვაჩინოთ, რომ შენ ხარ ამ საქმეში დამნაშავე.

მე აქ მყოფი არც ერთი ოპოზიციონერის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, არც კახა კალაძის გულწრფელობაში, რომ ეს ტრაგედია განიცადა, რადგან თვითონაც 4 ანგელოზივით შვილის მამაა, დიახ, მისთვის ეს პირადი ტრაგედია იქნება მთელი ცხოვრება, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ქალაქის მერია და ამ ტრაგედიის უკან პასუხისმგებლობები დგას, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური“, - განაცხადა ნადირაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები