1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„უფროსი ვაჟი“ მარჯანიშვილის თეატრში

ჩამოტვირთვა

ღამე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, და სინათლე იმ ქუჩის ბოლოს, სადაც არავინ ცხოვრობს... ორი გზააბნეული, მიუსაფარი ბიჭის ისტორია, რომელიც ერთმანეთს საკვებისა და თავშესაფრის ძიებაში გაიცნობს. ახლად შემდგარი მეგობრები, ადამიანები, რომლებიც თავად ხდებიან სპეკტაკლის მოაწილე მსახიობები, იმ სპეკტაკლისა, რომლის სცენარისტებიც თავადვე არიან, სცენარის, რომელიც მარტივად გადაწყვეტს მეგობრების შემდგომ ურთიერთობას. მოქმედება აწმყოში ვითარდება. ჯაბა კილაძე და პაატა პაპუაშილი თანამედროვე ახალგაზრდებს განასახიერებენ. ასეთი მხურვალე აპლოდისმენტებით მაყურებელი ბისზე გამოსულ მსახიობებს შეხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სპეკტაკლი შედგა. „უფროსი ვაჟი“ ასე ქვია დამწყები რეჟისორის წინასადიპლომო ნამუშევარს, რომლის პრემიერაც კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში შედგა. ემი ვაინჰაუსისა და კლასიკური მუსიკით გაფორმებული თანამედროვეობა, მართლაც სასიამოვნო სანახავი იყო. კმაყოფილი ჩანდა თავად სარეჟისორო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან წულაძე. “… როგორი უმადურებიც უნდა ვიყოთ, რაც უნდა ვიწუწუნოთ და ვილანძღოთ, მაინც სიცოცხლეს გაუმარჯოს. სიცოცხლეს თავისი ამაოებით, მოულოდნელობებითა და, რაც მთავარია, სასწაულებით. სასწაულებით აღსავსე სიცოცხლეს გაუმარჯოს...“ ეს ის დევიზია, რომელიც სპეკტაკლის შინაარსში ასე კარგად იყო ჩაქსოვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები